ლითონით დატვირთული სატვირთო გემი უკრაინის ქალაქ მარიუპოლის პორტიდან რუსეთის მიმართულებით გავიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის განმარტებით, ეს პირველი გემია, რომელიც უკრაინის საპორტო ქალაქიდან მას შემდეგ გავიდა, რაც ქალაქი რუსმა ოკუპანტებმა ჩაიგდეს ხელში.
„დღეს 2500 ტონა ლითონის „რულონები“ გავიდა მარიუპოლის პორტიდან, გემი როსტოვისკენ მიემართება“,- განაცხადა დონეცკის ოლქის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების ლიდერმა დენის პუშილინმა „ტელეგრამის“ გვერდზე.
ცნობისთვის, 27 მაისს იგივე გემი გახდა პირველი, რომელიც პორტში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ შევიდა.