logo_geo
მიხაილო პოდოლიაკი: უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პროცესი მხოლოდ ჰუმანიტარულ ნაწილში გრძელდება.
- +

31 მაისი. 2022. 16:40

 

 

„უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ მხოლოდ ჰუმანიტარულ თემებზე“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

 

„მოლაპარაკებების პროცესი პოლიტიკურ და დიპლომატიურ ნაწილში შეჩერებულია, ჰუმანიტარულ ნაწილში - გრძელდება. რადგან არსებობს ტყვეების გაცვლა, ჰუმანიტარული დერეფნები, ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციის მცდელობები", - აღნიშნა პოდოლიაკმა.

 

მისი თქმით, მოლაპარაკებები პოლიტიკურ ნაწილში იმის გამო შეჩერდა, რომ რუსეთი „არაადეკვატურად უყურებს რეალურ მოვლენებს“, ამასთან, შეწყდა არა მხოლოდ ოფიციალური მოლაპარაკებები, არამედ არაფორმალური კონსულტაციებიც.

 

ცნობისათვის, სამშვიდობო მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ მხარეებმა მაისის შუა რიცხვებში განაცხადეს. უკრაინული და რუსული დელეგაციები უკანასკნელად ერთმანეთს თურქეთში, მარტის ბოლოს შეხვდნენ.

 

 

big_banner
არქივი