logo_geo
უკრაინის რადამ ლუდმილა დენისოვას სახალხო დამცველის თანამდებობა დაატოვებინა
- +

31 მაისი. 2022. 17:17

 

 

ლუდმილა დენისოვა უკრაინის ომბუდსმენის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. უკრაინული მედიის ცნობით, ლუდმილა დენისოვას ომბუდსმენის თანამდებობიდან გათავისუფლებას 234 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

 

უკრაინულ მედიასთან პარტია „ხალხის მსახურის“ წევრი პაველ ფროლოვი ლუდმილა დენისოვას გათავისუფლების რამდენიმე მიზეზს ასახელებს: ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზებისას, პატიმრების დაცვისა და გაცვლის დროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოქალაქეებისა და ბავშვების დეპორტაციის პერიოდში და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა ღონისძიებების კუთხით უფლებამოსილების სისტემატური შეუსრულებლობა. ასევე, მედიასთან ყურადღების გამახვილება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალადობრივად ჩადენილი სექსუალური დანაშაულებისა და ბავშვთა გაუპატიურების მრავალ დეტალზე, რომლებიც არ იყო მტკიცებულებით დადასტურებული და ზიანი მოჰქონდა მხოლოდ უკრაინისთვის.

 

გარდა ამისა, პაველ ფროლოვის თქმით, 24 თებერვლის შემდეგ ლუდმილა დენისოვა ხანგრძლივად იმყოფებოდა საზღვარგარეთ არასამუშაო მისიებში.

 

 

big_banner
არქივი