logo_geo
აფრიკის კავშირმა ევროკავშირის ლიდერები გააფრთხილა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის პორტების დაბლოკვა სურსათის დეფიციტისა და ფასების ზრდის კატასტროფული სცენარის რისკს შეიცავს
- +

31 მაისი. 2022. 20:21

 

 

ფრიკის კავშირმა ევროკავშირის ლიდერები გააფრთხილა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის პორტების დაბლოკვა სურსათის დეფიციტისა და ფასების ზრდის კატასტროფული სცენარის რისკს შეიცავს.

 

სენეგალის პრეზიდენტმა მაკი სალმა, რომელიც აფრიკის კავშირს თავმჯდომარეობს, განაცხადა, რომ „ყველაზე უარესი,ალბათ, წინ გველოდება“, თუ სურსათის მიწოდების მიმდინარე გლობალური ტენდენცია გაგრძელდება.

 

სენეგალის პრეზიდენტის თქმით, აფრიკის ქვეყნები მძიმედ დაზარალდნენ გლობალური სასურსათო კრიზისით, რუსული და უკრაინული ხორბალზე მათი „ძლიერი დამოკიდებულების“ გამო.

 

„უახლოეს მომავალში, ჩვენ გვსურს ყველაფერი გაკეთდეს მარცვლეულის ხელმისაწვდომი მარაგების გასათავისუფლებლად და ტრანსპორტირებისა და ბაზარზე წვდომის უზრუნველსაყოფად, რათა თავიდან ავიცილოთ დეფიციტის კატასტროფული სცენარი და განზოგადებული მაღალი ფასები“, - აღნიშნა სენეგალის პრეზიდენტმა.

 

 

big_banner
არქივი