logo_geo
ლუვრის მუზეუმში აქტივისტმა მონა ლიზას ტორტი ესროლა
- +

31 მაისი. 2022. 23:31

 

 

 

პლანეტის დაცვის მოთხოვნით, ლუვრის მუზეუმში დაცულ, ლეონარდო და ვინჩის ცნობილ ნამუშევარსმ „მონა ლიზას“ აქტივისტმა ტორტი ესროლა, თუმცა ნახატი გამჭირვალე შუშით იყო დაცული. თავდასხმა მუზეუმში რამდენიმე დამთვალიერებლის თანდასწრებით მოხდა. თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელ მამაკაცს პარიკი და ქუდი ეხურა და ნახატთან მისაახლოებლად ეტლი გამოიყენა.

 

მამაკაცის მოტივაცია დაუზუსტებელია, თუმცა როგორც მედიაში წერენ, მამაკაცი ბუნების დაცვის აქტივისტია და მისი პროტესტის გამომხატველი ვიდეოც გავრცელდა.

 

"იფიქრეთ დედამიწაზე, არიან ადამიანები, რომლებიც ანადგურებენ ჩვენს პლანეტას. მხატვარებო, იფიქრეთ დედამიწაზე". აღნიშნა მამაკაცმა.

 


ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მონა ლიზას "თავს დაესხმნენ". 2009 წელს მნახველმა მას ჩაი შეასხა. 1974 წელს კი, ტოკიოს ეროვნულ მუზეუმში ქალმა მისი დაზიანება წითელი სფრეით სცადა, თუცა არ გამოუვიდა. 1956 წელს მას ჯერ მჟავა შეასხეს, შემდეგ კი, ქვა ესროლეს. ორივე შემთხვევამ „მონა ლიზა“ მცირედით დააზიანა.

 

 

big_banner
არქივი