logo_geo
ელისაბედ მეორეს ტახტზე ასვლის იუბილეს აღსანიშნავად სტოუნჰენჯი დედოფლის პორტრეტების პროქციებით განათდა
- +

1 ივნისი. 2022. 01:11

 

 

საქველმოქმედო ორგანიზაციამ English Heritage დიდი ბრიტანეთის დედოფლის ტახტზე ასვლის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით სტოუნჰენჯზე ელისაბედ მეორის პორტრეტების პროექციები გამოსახა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

 

გამოცემის ცნობით, ცნობილ მონუმენტზე დედოფლის 8 ფოტოს პროექციაა გამოსახული, რომლებიც მისი მეფობის სხვადასხვა დროს ასახავს, მათ შორის პირველია 1953 წელს, მისი კორონაციის დროს გადაღებული ფოტო. მაშინ ელისაბედ მეორე 27 წლის იყო.

 

დედოფლის ტახტზე ასვლის პლატინის იუბილეს დიდ ბრიტანეთში სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ.

 

 

big_banner
არქივი