logo_geo
გაერო: უკრაინაში, მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლის უმეტესობა ფართო მოქმედების არეალის ასაფეთქებელი იარაღითაა გამოწვეული, მათ შორის - მძიმე არტილერიიდან, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით დაბომბვით
- +

1 ივნისი. 2022. 14:14

 

 

„მშვიდობიანი მოქალაქეები მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეულია ფართო მოქმედების არეალის ასაფეთქებელი იარაღით, მათ შორის - მძიმე არტილერიიდან და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით დაბომბვითა და სარაკეტო და საჰაერო დარტყმებით“, - აღნიშნულია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) განახლებულ ანგარიშში.

 

OHCHR-ის მონაცემების თანახმად, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, 4 113 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 4 916 დაშავდა. ყველაზე დიდი მსხვერპლი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებშია (2 337 დაღუპული და 2 808 დაშავებული).

 

„OHCHR (გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი) დარწმუნებულია, რომ რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, რადგან ინფორმაციის მიღება ზოგიერთი ადგილიდან, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, გადაიდო და ბევრი ცნობა ჯერ კიდევ დასადასტურებელია“, - აღნიშნულია გაეროს ვებგვერდზე.

 

 

big_banner
არქივი