logo_geo
პელეს მიმართავს პუტინს: ძალა, რომელსაც ამ კონფლიქტის შეწყვეტა შეუძლია, თქვენ ხელშია
- +

2 ივნისი. 2022. 16:51

 

 

ბრაზილიის ნაკრების ლეგენდამ, პელემ Instagram-ზე რუსეთის პრეზიდენტისადმი მიმართვა გამოაქვეყნა. ფეხბურთელი ვლადიმერ პუტინს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და წერს, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გამართლება არ აქვს.

 

„ამ კონფლიქტს გამართლება არ აქვს, მას მხოლოდ ტკივილი, შიში, ტერორი და ტანჯვა მოაქვს. მისი გაგრძელების არცერთი მიზეზი არ არსებობს. ომების მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ გაყოს ერები და არ არსებობს არცერთი იდეოლოგია, რომელიც გაამართლებდა რაკეტების გაშვებას, რომლებიც მარხავენ ბავშვების ოცნებებს, ანგრევენ ოჯახებს და კლავენ უდანაშაულოებს. რვა ათწლეული ვიცხოვრე, რომელთა განმავლობაში მინახავს ომები, მესმოდა სიძულვილით სავსე განცხადებები, რომლებითაც უხერხემლო ლიდერები ეროვნული უსაფრთხოების სახელით სისასტიკის პროპაგანდას ეწევიან. ეს უნდა შევწყვიტოთ და შევიცვალოთ. დიდი ხნის წინ ჩემს თავთან პირობა დავდე, რომ ყოველთვის ავიმაღლებდი ჩემს ხმას მშვიდობისთვის. ძალა, რომელსაც ამ კონფლიქტის შეწყვეტა შეუძლია, თქვენ ხელშია“, - წერს პელე.

 

 

big_banner
არქივი