logo_geo
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი დაამტკიცა
- +

2 ივნისი. 2022. 18:59

 

 

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა ბრიუსელში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი დაამტკიცეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

კერძოდ, სანქციები რუსულ ნავთობზე ნაწილობრივ ემბარგოს ითვალისწინებს. პერსონალური სანქციების სიაში რუსეთის პატრიარქი არ აღმოჩნდა.

 

ნავთობის სანქციების გარდა ახალი პაკეტი SWIFT-ის საგადამხდელო სისტემიდან „სბერბანკის“ გათიშვას და პერსონალური სანქციების სიის გაფართოებას ითვალისწინებს.

 

მე-6 პაკეტის განხილვა აპრილის ბოლოდან მიმდინარეობდა, უნგრეთი, მაგალითად, ნავთობის ემბარგოს ეწინააღმდეგებოდა, საბოლოოდ ბუდაპეშტმა მიაღწია იმას, რომ მილსადენებით ევროპა რუსული ნავთობის მიღებას გააგრძელებს. აკრძალვა მხოლოდ ზღვით, ტანკერებით მიწოდებულ ნავთობს შეეხება. ამის მიუხედავად, სავსებით რეალურია, რომ წლის ბოლომდე ევროკავშირში რუსული ნავთობის ექსპორტი 90%-ით შემცირდეს.

 

როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, სანქციები სიაში ასევე იგეგმება იმ პირთა შეყვანა, რომლებიც რუსეთში დეზინფორმაციას ავრცელებენ.

 

საზღვაო გზით რუსული ნავთობის გადაზიდვაზე ემბარგოს გარდა, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის კომპანიებს რუსული ენერგომატარებლების გადამზიდი ხომალდების დაზღვევა აეკრძალათ.

 

 

big_banner
არქივი