logo_geo
სერგეი გაიდაი: ქალაქი ლისიჩანსკის 60% უკვე დანგრეულია
- +

3 ივნისი. 2022. 11:57

 

 

ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ რუსებმა მირნაია დოლინაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს და მათ ლისიჩანსკი არტილერიით დაბომბეს.

 

„მხოლოდ სევეროდონეცკში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქის ცენტრში, ცხრა სახლი დაზიანდა. გუშინ, (2 ივნისს) დილით, ლისიჩანსკში, მტრის საარტილერიო ჭურვის შედეგად ქალი დაიღუპა“, - აღნიშნა გაიდაიმ.

 

გაიდაიმ დასძინა, რომ ლისიჩანსკში მთლიანი ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი კომპლექსის 60% განადგურდა. მისი თქმით, ბახმუტ-ლისიჩანსკის გზატკეცილი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლს ექვემდებარება, თუმცა ოკუპანტების მუდმივი დაბომბვის ქვეშაა.

 

 

big_banner
არქივი