logo_geo
Marriott-მა რუსული ბაზრიდან გასვლის შესახებ განაცხადა
- +

4 ივნისი. 2022. 10:46

 

 

სასტუმროთა საერთაშორისო ქსელი Marriott International რუსეთში მუშაობას აჩერებს. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, კომპანიაში აცხადებენ, რომ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ რუსეთს წინააღმდეგ დაწესებულ ახალი სანქციები ქვეყანაში ნებისმიერი სახის მუშაობას შეუძლებელს ხდის.

 

მარტის დასაწყისში Marriott-მა უკვე განაცხადა, რომ უკრაინაში ომის გამო, 25-წლიანი მუშაობის შემდეგ მოსკოვში ოფისს ხურავს და რუსეთში ახალ სასტუმროებს გახსნასა და ინვესტიციებს წყვეტს.

 

იელის მენეჯმენტის სკოლის მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან შემდეგ რუსეთიდან გასვლის შესახებ უკვე 1000-მდე უცხოურმა კომპანიამ განაცხადა.

 

 

big_banner
არქივი