logo_geo
გერმანიაში სარკინიგზო ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
- +

4 ივნისი. 2022. 10:47

 

 

სულ მცირე 4 ადამიან დაიღუპა და 30-მდე დაშავდა გერმანიაში მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლის შედეგად. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ბავარიაში მოხდა. მატარებელი, რომელსაც ძირითადად სტუდენტები გადაჰყავდა, მიუნხენისკენ მიემართებოდა, როდესაც 3 ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა.

 

გამომძიებლები ავარიის მიზეზების დადგენაზე მუშაობენ, თუმცა ბავარიის ტრანსპორტის მინისტრი ვარაუდობს, რომ ინციდენტი შესაძლოა ტექნიკურმა პრობლემამ გამოიწვია.

 

 

big_banner
არქივი