logo_geo
ანტონიო გუტერეში: რაც უფრო მალე ჩაერთვებიან მხარეები კეთილსინდისიერ დიპლომატიურ ძალისხმევაში ომის დასასრულებლად, მით უკეთესი უკრაინისთვის, რუსეთისა და მსოფლიოსთვის
- +

4 ივნისი. 2022. 14:20

 

 

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ უკრაინაში ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ომის დასასრულებლად მოლაპარაკებები დაიწყოს. ამის შესახებ ნათქვამია ანტონიუ გუტერეშის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 100 დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

 

„ვიმეორებ ჩემს მოწოდებას ძალადობის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ, შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომისკენ ყველასთვის, ვინც ამას საჭიროებს, საბრძოლო მოქმედებების ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეების უსაფრთხო ევაკუაციისკენ და სამოქალაქო პირების სასწრაფო დაცვისა და ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ, საერთაშორისო ნორმების შესაბამისად. გაერო ჰუმანიტარული ძალისხმევის ერთგულია. თუმცა, როგორც მე თავიდანვე აღვნიშნე, კონფლიქტის დარეგულირება საჭიროებს მოლაპარაკებებსა და დიალოგს. რაც უფრო მალე ჩაერთვებიან მხარეები კეთილსინდისიერ დიპლომატიურ ძალისხმევაში ამ ომის დასასრულებლად, მით უკეთესი უკრაინისთვის, რუსეთისა და მსოფლიოსთვის. გაერო მზად არის, მხარი დაუჭიროს ყველა ასეთ ძალისხმევას“, – ნათქვამია გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებაში.

 

ანტონიუ გუტერეში აღნიშნავს, რომ კონფლიქტმა უკვე იმსხვერპლა ათასობით სიცოცხლე, გამოიწვია წარმოუდგენელი ნგრევა, გადაასახლა მილიონობით ადამიანი, გამოიწვია ადამიანის უფლებების მიუღებელი დარღვევები და წარმოშვა სამგანზომილებიანი გლობალური კრიზისი – სასურსათო, ენერგეტიკული და ფინანსური, რაც მისი თქმით, დარტყმას აყენებს ყველაზე მოწყვლად ქვეყნებს და ეკონომიკებს.

 

 

big_banner
არქივი