logo_geo
სლოვაკეთში მატარებლების შეჯახების შედეგად 74 ადამიანი დაშავდა
- +

4 ივნისი. 2022. 16:10

 

 

სლოვაკეთის ქალაქ ვრუტკისთან მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად 74 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

 

ლოკომოტივი, რომელსაც გაჩერებული მატარებლისთვის ტექნიკური დახმარება უნდა აღმოეჩინა, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით იმ მატარებელს დაეჯახა, დაშავებულთა შორის 4-ის მდგომარეობა მძიმეა. ამჟამად ავარიის მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.

 

3 ივნისს გერმანიის ბავარიის მხარეში სარკინიგზო კატასტროფას 3 ადამიანი ემსხვერპლა და 60 დაშავდა. მაშინ მატარებელი ლიანდაგიდან გადავარდა.

 

 

 

big_banner
არქივი