„უკრაინის სადაზვერვო აგენტები საპორტო ქალაქ მარიუპოლში ტყვედ აყვანილ „აზოვლებთან“ ურთიერთობენ“, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი ტელეგრამზე წერს.
„ჩვენ ვიგებთ უფრო მეტს მათი ცხოვრების პირობები, საკვებისა და გათავისუფლების შესაძლებლობის შესახებ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ისინი კიევში დავაბრუნოთ“, - აცხადებს მინისტრი.
„აზოვის“ დაჭრილი მებრძოლების უმეტესობა სოფელ ილენოვკას ციხეშია მოთავსებული, მძიმედ დაჭრილი მებრძოლების მცირე ჯგუფი კი ნოვოაზოვსკის საავადმყოფოშია.