logo_geo
აიათოლა ალი ხამენეი ირანის „მტრებს“ გადატრიალების მოწყობაში სდებს ბრალს
- +

4 ივნისი. 2022. 18:11

 

 

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ირანის „მტრებს“ გადატრიალების მოწყობაში სდებს ბრალს. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების უკან სწორედ ეს მტრები დგანან და მათი მიზანი ისლამური რეპუბლიკის დამხობაა.

 

„მტერი იმედოვნებს, რომ ხალხი ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ფსიქოლოგიური საშუალებებით, ინტერნეტით, ფულით და დაქირავებული ჯარისკაცების მობილიზებით განაწყოს. ამერიკელებმა და დასავლელებმა წარსულში არასწორი გათვლები გააკეთეს სხვადასხვა კითხვებზე. დღესაც კი არასწორი გათვლაა, როდესაც ისინი ფიქრობენ, რომ შეუძლიათ აიძულონ ირანელი ერი დაუპირისპირდეს ისლამურ რესპუბლიკას“, - განაცხადა მან.

 

ცნობისთვის, ირანის დედაქალაქ თეირანსა და სხვა დიდ ქალაქებში რამდენიმე კვირაა აქციები იმართება. დემონსტრაციების მოწყობის ძირითადი მიზეზი საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდაა.

 

 

 

big_banner
არქივი