logo_geo
კოლუმბიაში ქვანახშირის მაღაროში მომხდარ აფეთქებას 9 ადამიანი ემსხვერპლა
- +

5 ივნისი. 2022. 12:30

 

 

„ჩრდილოეთ კოლუმბიაში, ქალაქ ელ-სულიაში მდებარე ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად ცხრა მაღაროელი დაიღუპა“, - წერს BBC კოლუმბიის ნაციონალურ სამთო სააგენტოზე დაყრდნობით.

 

ოფიციალური ინფორმაციით, აფეთქება მაღაროში გაზის დაგროვებამ გამოიწვია. უკვე 5 დღეა, 6 მაღაროელი მიწის ქვეშაა და მაშველები ცდილობენ, ჩამონგრეული მასისგან მიდამოს გასუფთავებით, მიწის ზედაპირზე ამოიყვანონ.

 

სამაშველო სამუშაოები პირველ ეტაპზე, გაზის დაგროვებამ და ძლიერმა წვიმამ შეაფერხა.

 

 

big_banner
არქივი