logo_geo
ყაზახეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს
- +

5 ივნისი. 2022. 13:10

 

 

ყაზახეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს. საკონსტიტუციო რეფორმა პარლამენტის როლის გაძლიერებას ითვალისწინებს.

 

როგორც „ფრანს პრესი“ წერს, ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, ახალ კონსტიტუციაში არ იქნება გათვალისწინებული პრივილეგიები ყოფილი პრეზიდენტისთვის ნურსულთან ნაზარბაევისთვის, რომელმაც 2019 წელს გადადგომის შემდეგ შეინარჩუნა ფართო უფლებამოსილებები და ქვეყნის ლიდერის სტატუსი.

 

ამასთან, ინიცირებული საკონსტიტუციო შესწორებები პრეზიდენტის ნათესავებს უკრძალავს სამთავრობო თანამდებობის დაკავებას. ასევე, შეიქმნება საკონსტიტუციო სასამართლო და აიკრძალება სიკვდილით დასჯა.

 

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი რეფერენდუმს აფასებს როგორც „სუპერ-საპრეზიდენტო“ მმართველობის ფორმიდან გადასვლას ძლიერი პარლამენტის მქონდე საპრეზიდენტო მმართველობის ფორმაზე.

 

გასულ კვირას გამოქვეყნებულ ინტერვიუში ყოფილმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

 

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმს წინ უძღვოდა ყაზახეთში, იანვარში საწვავის ფასის გაძვირების გამო საპროტესტო გამოსვლები და არეულობები, რასაც 230-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

big_banner
არქივი