logo_geo
მიხაილ პოდოლიაკი: ვიდრე ვიღაც ითხოვს, რომ რუსეთი არ იყოს დამცირებული, კრემლი ახალ ვერაგულ თავდასხმებს მიმართავს
- +

5 ივნისი. 2022. 13:51

 

 

„ვიდრე ვიღაც ითხოვს, რომ რუსეთი არ იყოს დამცირებული, კრემლი ახალ ვერაგულ თავდასხმებს მიმართავს“, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი კიევზე დღეს დილით განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს.

 

„ვიდრე ვიღაც ითხოვს, რომ რუსეთი არ იყოს დამცირებული, კრემლი ახალ ვერაგულ თავდასხმებს მიმართავს. კიევზე დღევანდელ სარაკეტო დარტყმებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, რაც შეიძლება მეტი უკრაინელის მოკვლა. ტერორიზმის ყოველ ამგვარ აქტს უნდა მოჰყვებოდეს ხისტი პასუხი ევროპული დედაქალაქებისგან – ახალი სანქციები, მეტი იარაღი“, – წერს მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

 

შეგახსენებთ, ფრანგულ რეგიონულ მედიასთან საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთი არ უნდა დაამცირონ. როგორც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, უკრაინაში ინტერვენცია იყო პუტინის ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა.

 

„ჩვენ არ უნდა დავამციროთ რუსეთი, რადგან როდესაც საბრძოლო მოქმედებები შეწყდება, შეგვეძლოს გამოსასვლელის აშენება დიპლომატიური საშუალებებით. დარწმუნებული ვარ, რომ საფრანგეთის როლია იყოს მედიატორი სახელმწიფო“, – განაცხადა მაკრონმა.

 

 

big_banner
არქივი