logo_geo
დღეს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრები ბორის ჯონსონისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უყრიან კენჭს
- +

6 ივნისი. 2022. 13:19

 

 

დღეს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრები პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უყრიან კენჭს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

 

კენჭისყრა დიდ ბრიტანეთში ე.წ. ფართიგეითის სკანდალს უკავშირდება, რომელიც პანდემიის დროს, ბრიტანეთის მთავრობისა და კონსერვატიული პარტიის წევრების მონაწილეობით რეგულაციების დარღვევით გამართულ წვეულებებს ეხება.

 

კენჭისყრას წინ უძღოდა მმართველი „კონსერვატიული პარტიიდან“ 54 დეპუტატის შესაბამისი მოთხოვნა, რასაც ცალკე უერთდება საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი.

 

აღსანიშნავია, რომ წაგების შემთხვევაში, ბორის ჯონსონი პრემიერ-მინისტრის პოსტს დატოვებს, ხოლო თუ მოიგებს და მას მხარს, სულ მცირე, 180 დეპუტატი დაუჭერს, ის ლიდერის პოსტს შეინარჩუნებს და ერთი წლის განმავლობაში უნდობლობის საკითხზე კენჭისყრასთან დაკავშირებით იმუნიტეტით ისარგებლებს.

 

 

 

big_banner
არქივი