logo_geo
ამერიკელმა ცოლ-ქმარმა უცხო ადამიანის რჩევით ნაყიდი ლატარიის ბილეთით $4 მილიონი მოიგო
- +

6 ივნისი. 2022. 23:28

აშშ-ში, მიჩიგანის შტატში, 54 წლის ქალმა და მისმა მეუღლემ $4 მილიონი მოიგეს.

ამ ამბავში, გასაოცარი მხოლოდ კოლოსალური თანხა იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება - იდუმალი უცნობი.

„მე და ჩემი მეუღლე ბენზინგასამართ სადგურზე გავჩერდით. როდესაც თანხის გადასახდელად, მაღაზიასთან რიგში ვიდექით, ჩვენთან მოვიდა ერთი ადამიანი და გვითხრა: „თქვენ უნდა იყიდოთ ლატარიის $30-იანი ბილეთი და გარწმუნებთ, $4 მილიონს მოიგებთ“, - ამბობს ქალი.

ავტომობილისკენ მიმავალმა წყვილმა ბილეთი გადაფხიკა და გაოცებულები დარჩნენ, როცა ნახეს, რომ ზუსტად ის თანხა მოიგეს, რომელიც უცნობმა უთხრა.

„გვეგონა, რომ შეცდომა იყო. სახლში მისულებმა კიდევ ერთხელ შევამოწმეთ, ვიდრე არ დავრწმუნდით იმაში, რასაც ბილეთზე ვხედავდით“, - იხსენებს გამარჯვებული.

big_banner
არქივი