„რუსეთში ინფლაციის მდგომარეობა კონტროლის ქვეშ მოექცა, მისი ზრდა შეჩერდა“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეკონომიკურ საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„წლიური თვალსაზრისით, 27 მაისის მდგომარეობით, 17,4 პროცენტი შეადგინა, ხოლო მაისის მეორე ნახევრიდან ფასების ზრდა საერთოდ შეჩერდა. ახლა ინფლაცია ნულზეა“, - განაცხადა პუტინმა.
ამასთან, მან დასძინა, რომ „ამ სიტუაციაში არის პლუსები და მინუსები. ამიტომ, აუცილებელია სიტუაციის მაქსიმალურად ფრთხილად გაანალიზება და დროული გადაწყვეტილებების მიღება“.