logo_geo
ვოლოდიმირ ზელენსკი ბორის ჯონსონზე: მოხარული ვარ, რომ არ დავკარგეთ ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირე
- +

7 ივნისი. 2022. 15:57

 

 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ახარებს ის ფაქტი, რომ ბორის ჯონსონმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტი შეინარჩუნა.

 

„მოხარული ვარ, რომ არ დავკარგეთ ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირე, ეს შესანიშნავი სიახლეა," - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

შეგახსენებთ, გუშინ „კონსერვატიული პარტიის“ დეპუტატებმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭი უყარეს. მისთვის ნდობის გამოცხადებას მხარი 211-მა კანონმდებელმა დაუჭირა, 148 კი - წინააღმდეგი წავიდა. შედეგები ნიშნავს იმას, რომ ჯონსონი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რჩება.

 

 

big_banner
არქივი