logo_geo
სერგეი შოიგუ: რუსეთის ფედერაციიდან ყირიმის მიმართულებით სახმელეთო გზა გაიხსნა
- +

7 ივნისი. 2022. 16:32

 

რუსეთის ფედერაციიდან ოკუპირებული ყირიმის მიმართულებით სახმელეთო გზა გაიხსნა. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ბრიფინგზე განაცხადა. აღნიშნული გზა რუსეთის მიერ 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე გაივლის.

 

ამასთან, რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ შექმნილია ყველა აუცილებელი პირობა სარკინიგზო მოძრაობის აღსადგენად რუსეთს, დონბასსა და ყირიმს შორის.

 

ცნობისთვის, უკრაინული მხარე სერგეი შოიგუს ამ განცხადებას ჯერ არ გამოხმაურებია.

 

 

 

big_banner
არქივი