logo_geo
ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერი მოტივაცია გვაქვს, ვიდრე რუსებს, მაგრამ ტექნოლოგიით ჩამორჩენილები ვართ, ამიტომ წინსვლის შესაძლებლობა არ გვაქვს
- +

7 ივნისი. 2022. 18:59

 

 

„უკრაინის გამარჯვება ომში მიღწეული უნდა იყოს ბრძოლის ველზე, ჯარების წინსვლა მოითხოვს 10-ჯერ მეტ უპირატესობას მტრის ძალებთან შედარებით“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, სანქციების გამკაცრება დაეხმარება რუსეთს, მოლაპარაკების მაგიდასთან ულტიმატუმების გარეშე დაჯდეს.

 

„რა თქმა უნდა, გამარჯვება მიღწეული უნდა იყოს ბრძოლის ველზე... დანაყოფების წინსვლისთვის საჭიროა 10-ჯერ მეტი უპირატესობა მტრის ძალებთან შედარებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერი მოტივაცია გვაქვს, ვიდრე რუსებს, მაგრამ ტექნოლოგიით ჩამორჩენილები ვართ, ამიტომ წინსვლის შესაძლებლობა არ გვაქვს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

big_banner
არქივი