ყირიმში უკრაინის პრეზიდენტის მუდმივმა წარმომადგენელმა, თამილა ტაჩევამ განაცხადა, რომ რუსი სამხედროები ხერსონის ოლქის მცხოვრებლებს იტაცებენ და აწამებენ.
„ხერსონის ოლქში, რუსმა დამპყრობლებმა 600-მდე ადამიანი გაიტაცეს. მათ არაადამიანური მოპყრობა და წამება ემუქრებათ. ზოგიერთი მათგანი ყირიმში გადაიყვანეს. ყირიმში ზაპოროჟიეს ოლქ გატაცებული ადამიანებიც გადაჰყავთ“, - აღნიშნა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.