logo_geo
„მთელი ჩემი გული ამ საღამოს მანჩესტერთანაა“ - მსოფლიო ვარსკვლავები მანჩესტერის ტერაქტს ეხმაურებიან
- +

23 მაისი. 2017. 21:29



მსოფლიო მანჩესტერის ტერაქტში დაღუპულებს გლოვობს. ტერორისტულ თავდასხმას, ბოლო ინფორმაციით, 22 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 59 დაშავდა.


მანჩესტერის ტერაქტს სოციალურ მედიაში მსოფლიო ვარსკვლავებიც ეხმაურებიან. ისინი დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებენ და არიანა გრანდეს ამხნევებენ. ტერაქტი სწორედ მისი კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა.


დღეს დილით სოციალურ ქსელში ტერაქტს თავად არიანა გრანდეც გამოეხუმაურა.


„განადგურებული ვარ, მთელი გულით გამოვხატავ ძალიან დიდ მწუხარებას, სიტყვები არ მყოფნის", - წერს არიანა გრანდე.

 


„ჩემი ფიქრები, ლოცვა და ცრემლები იმ ადამიანებთანაა, ვინც მანჩესტერის ტრაგედიას ემსხვერპლა. მე მათ ჩემს მთელ სიყვარულს ვუგზავნი", - წერს ტეილორ სვიფტი.

 



„გულგატეხილი ვარ დაღუპულთა ოჯახების გამო. გულგატეხილი ვარ არიანას გამო. გულგატეხილი ვარ მსოფლიოს ამ ნაწილის გამო", - წერს კეტი პერი.


 

„ფიქრები, ლოცვები და მთელი ჩემი გული ამ საღამოს მანჩესტერთანაა", - წერს ჯენიფერ ლოპესი.

 

 

კრისტიანო რონალდუმ საკუთარი მხარდაჭერა instagram-ზე ინგლისის დროშის გამოქვეყნებით გამოხატა. დროშაზე ვკითხულობთ წარწერას: „მანჩესტერი".


 

ანჩესტერის ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ტერორისტულ აქტთან კავშირის ბრალდებით მანჩესტერის პოლიციამ 23 წლის მამაკაცი დააკავა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი