logo_geo
ლავროვი: 3+3 ფორმატი თურქეთის ინიციატივით შეიქმნა. პირველი შეხვედრა ჩვენ მოსკოვში გავმართეთ, მასში ქართველმა კოლეგებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს, მაგრამ მათ ჩართვას ამ პროცესში ყოველთვის მივესალმებით
- +

8 ივნისი. 2022. 18:07

 

უახლოეს მომავალში 3+3 ფორმატის ქვეყნების მორიგი შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ინფორმაციას news.am ავრცელებს.

 

მისი თქმით, ამ ფორმატის ქვეყნების შეხვედრაში, რომელშიც აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი, რუსეთი, ირანი და საქართველო მონაწილეობენ, სამხრეთ კავკასიის თანამშრომლობის საკითხები განიხილება. ამასთანავე საქართველოს ხელისუფლებას აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობაზე ოფიციალური თანხმობა არ განუცხადებია.

 

„მოვილაპარაკეთ იმაზე, თუ როგორ ვიმუშავებთ სამხრეთ კავკასიის საკითხებზე. 3+3 ფორმატი თურქეთის ინიციატივით შეიქმნა. პირველი შეხვედრა ჩვენ მოსკოვში გავმართეთ, მასში ქართველმა კოლეგებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მათ ჩართვას ამ პროცესში ყოველთვის მივესალმებით. ახლა მომდევნო შეხვედრა მზადდება და იმედი მაქვს, რომ ამის შესახებ ოფიციალურად უახლოეს მომავალში განვაცხადებთ“ - ამბობს ლავროვი.

 

ლავროვი თურქეთში თავის თურქ კოლეგას მევლუდ ჩავუშოღლუს შეხვდა.

 

 

big_banner
არქივი