logo_geo
სერგეი ლავროვი: ზელენსკის კვირაში 7 პარასკევი აქვს
- +

8 ივნისი. 2022. 18:08

 

 

„მოლაპარაკებები მოლაპარაკებისთვის“ - ასე შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ქმედებები და მას არათანმიმდევრული უწოდა.

 

„ზელენსკის კვირაში 7 პარასკევი აქვს. მან განაცხადა, რომ მოსკოვთან მოსალაპარაკებლად რუსეთმა თავისი ჯარები იმ პოზიციებზე უნდა დააბრუნოს, რაც 24 თებერვლამდე ეკავა. ეს აბსოლუტურად არასერიოზული მიდგომაა, უფრო მეტიც, სრულიად ეწინააღმდეგება იმ ინიციატივებს, რომელიც თავად უკრაინის დელეგაციამ 29 მარტს აქ წამოაყენა“, - განაცხადა ლავროვმა.

 

 

big_banner
არქივი