სარკინიგზო ავარიას შედეგად ირანში სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა. ამის შესახებ CNN-იადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, შემთხვევა ქალაქ ტაბასთან ახლოს მოხდა. მატარებელი, რომელსაც 348 მგზავრი გადაჰყავდა, ლიანდაგზე მდგარ ექსკავატორს შეეჯახა, რის შედეგადაც 5 ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა.
მაშველები ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება, რადგან დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.