logo_geo
პოლონეთის პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებს აკრიტიკებს
- +

9 ივნისი. 2022. 15:07

 

 

პოლონეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინთან ევროპელი ლიდერების მოლაპარაკებით განცვიფრებულია. ინტერვიუს გერმანული გამოცემა აქვეყნებს.

 

ანჟეი დუდამ ასევე ისაუბრა გერმანელ ბიზნესმენებზე და თქვა, რომ ბიზნესის ნაწილს რუსეთთან საქმიანობის გაგრძელება მაინც სურს და გერმანული ბიზნესის ნაწილს არ აღელვებს, რა ხდება უკრაინაში.

 

„დიდი ბოდიშის მოხდით, შესაძლოა, გერმანიაში, ზოგიერთ ადამიანს ეწყინოს, მაგრამ გერმანული ბიზნესის ნაწილს არ აღელვებს, რა ხდება უკრაინაში, რა ხდება პოლონეთში. ისინი ამბობენ, რომ უბრალოდ, ბიზნესის გაგრძელება და ფულის გამომუშავება სურთ, ისინი ამბობენ, რომ უნდათ იაფი ბუნებრივი აირის ყიდვა და ნავთობის იმპორტი. შესაძლოა, გერმანიის ეკონომიკას არ სჯერა, რომ რუსეთის არმიას შეუძლია, ისევ იზეიმოს გამარჯვება ბერლინში და გერმანიის ოკუპაცია მოახდინოს. ჩვენ, პოლონეთში, ვიცით, რომ ეს შესაძლებელია. ამიტომ, რუსეთთან საქმიანობას ვერ გავაგრძელებთ. მოვუწოდებთ მსოფლიოსა და ევროპას, რომ რუსეთთან ბიზნესის წარმოება ჩვეულ რეჟიმში არ შეიძლება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა არის რუსეთის შესაძლო შეჭრა. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სამხედრო ზალა პოლონეთში, რომ, თავდასხმის შემთხვევაში, თავდაცვა შეგვეძლოს. ჩვენ ყველამ უნდა შევქმნათ კავშირები. განცვიფრებული ვარ იმ მოლაპარაკებებით, რომლებსაც ევროპელი ლიდერები პუტინთან მართავენ, მათ შორის - კანცლერი შოლცი, ემანუელ მაკრონი... ეს მოლაპარაკებები აზრსაა მოკლებული. ისინი მხოლოდ იმ პიროვნების ლეგიტიმაციას ახდენენ, რომელიც პასუხისმგებელია რუსეთის არმიის მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე. მან მიიღო ამ ჯარის უკრაინაში გაგზავნის გადაწყვეტილება - სამხედრო მეთაურები პუტინს ემორჩილებიან. მეორე მსოფლიოს მერე, ვინმე ელაპარაკებოდა ასე ადოლფ ჰიტლერს? ვინმემ თქვა, რომ ჰიტლერს „სახე უნდა შევუნარჩუნოთ“?ამბობდა ვინმე, რომ ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ჰიტლერი არ დავამციროთ?! მე ასეთი არაფერი გამიგია“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

 

 

big_banner
არქივი