logo_geo
პესკოვი: ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია რაიმე გადაწყვეტილებაზე, რომელიც იმ უკრაინელი სამხედროების ბედს ეხება, რომლებიც „აზოვსტალში“ იმყოფებოდნენ და შემდგომ რუსებს ჩაბარდნენ
- +

9 ივნისი. 2022. 16:41

 

 

„კრემლს არ აქვს ინფორმაცია რაიმე გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც „აზოველების“ ბედს უკავშირდება“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

„ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია რაიმე გადაწყვეტილებაზე, რომელიც იმ უკრაინელი სამხედროების ბედს ეხება, რომლებიც „აზოვსტალში“ იმყოფებოდნენ და შემდგომ რუსებს ჩაბარდნენ“, - აცხადებს პესკოვი.

 

ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით,„აზოვსტალი“ დატოვა 2449 ადამიანმა  და ყველა მათგანი დონეცკის ოლქის სოფელ იელენოვკაშია.

 

უკრაინის ქალაქი მარიუპოლი რუსმა სამხედროებმა ალყაში 1-ელ მარტს მოაქციეს. აპრილის ბოლოდან 16 მაისის ჩათვლით მარიუპოლის დამცველები ბლოკირებული აზოვსტალის ქარხანაში იმყოფებოდნენ და საპორტო ქალაქს იცავდნენ. 

 

 

big_banner
არქივი