logo_geo
ხორვატიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: საქართველო ევროპაა და წერტილი - ევროკავშირმა უნდა თქვას, რომ საქართველოს მომავალს ევროპულ პოლიტიკურ ოჯახში ხედავს
- +

9 ივნისი. 2022. 17:19

 

 

საქართველო ევროპაა და წერტილი - ჩემთვის ეს საკმარისია, - ამის შესახებ ხორვატიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

დომაგოი ჰაიდუკოვიჩის თქმით, საქართველო ევროპაა კულტურული და გეოგრაფიული თვალსაზრისით.

 

„განსაკუთრებით ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების თვალსაზრისით, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ევროკავშირმა საქართველოს ძლიერი სიგნალი უნდა გაუგზავნოს. ევროკავშირმა უნდა თქვას, რომ ორგანიზაცია საქართველოს მომავალს ევროპულ პოლიტიკურ ოჯახში ხედავს. ჩვენ ამ თემებზე ვისაუბრეთ მაკა ბოჭორიშვილთან. გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.

 

მე მზად ვარ დავეხმარო საქართველოს, რათა ქვეყანა ევროკავშირის წევრი რაც შეიძლება მალე გახდეს. რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრობა ერთ დღე- ღამეში არ ხდება. ეს ძალიან გრძელი პროცესია. მე მაქვს იმედი, რომ ევროკავშირის სამიტი ძლიერ სიგნალს გააგზავნის და იტყვის რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. მუშაობა, მუშაობა და ბევრი მუშაობა- ესაა ჩემი რჩევა. არ დანებდეთ. ხანდახან რთულია, მაგრამ საბოლოო ჯამში შედეგი მუშაობად ღირს და სარგებელს იღებ.

 

ხორვატიას ძალიან ბევრი რამ მოუტანა ევროკავშირის წევრობამ. ეს სარგებელი ღია საზღვრებია, უფასო როუმინგი , ევროპული ფონდებიდან ხორვატიის ეკონომიკის დახმარება და ა.შ. ხანდახან შეიძლება მიუღწევადი გეჩვენოთ, მაგრამ მუშაობაა მთავარი. ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. თქვენ გყავთ მეგობრები ევროპაში. ხორვატია თქვენი მეგობარია“, - განაცხადა ხორვატიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

 

big_banner
არქივი