logo_geo
FBI-მ კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე მიჩიგანის შტატის გუბერნატორობის „რესპუბლიკელი“ კანდიდატი, რაიან კელი დააკავა
- +

9 ივნისი. 2022. 20:43

 

 

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე მიჩიგანის შტატის გუბერნატორობის „რესპუბლიკელი“ კანდიდატი, რაიან კელი დააკავა.

 

ფედერალურმა გამომძიებლებმა სასამართლოს ფოტოები წარუდგინეს, სადაც ჩანს, რომ „რესპუბლიკელი“ პოლიტიკოსი 2021 წლის 6 იანვრის არეულობებში მონაწილეობდა.

 

2021 წლის 6 იანვარს ვაშინგტონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ.

 

დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების გაკონტროლებას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც, კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა. აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეზე ფედერალურმა პროკურორებმა ბრალი 650-ზე მეტ ადამიანს წაუყენეს.

 

 

big_banner
არქივი