logo_geo
ჯო ბაიდენი: აშშ-ის მონაცემები ცხადყოფდა, რომ პუტინი უკრაინაში შეჭრას აპირებდა - ზელენსკის არ სურდა ამის მოსმენა
- +

11 ივნისი. 2022. 15:40

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის შეჭრის შესახებ გაფრთხილებების მოსმენა არ სურდა.

 

„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსგავსი არაფერი მომხდარა. ვიცი, რომ ბევრს ეგონა, რომ შესაძლოა ვაჭარბებდი. აშშ-ს ჰქონდა მონაცემები, რომელიც ცხადყოფდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი [უკრაინაში] შეჭრას აპირებდა. ეს უეჭველი იყო. ზელენსკის არ სურდა ამის მოსმენა“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

 

 

big_banner
არქივი