logo_geo
რუსეთის მიერ დაწყებული ომი უკრაინას არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ეკონომიკურადაც უტევს
- +

11 ივნისი. 2022. 18:33

 

 

რუსეთის მიერ დაწყებული ომი უკრაინას არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ეკონომიკურადაც უტევს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკრაინის ეკონომიკა, 2022 წელს, შესაძლოა 45%-ით შემცირდეს.

 

ვითარებას უკრაინის ფინანსთა მინისტრი სერჰი მარჩენკო აფასებს:

 

„ვხედავთ მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის მკვეთრ ვარდნას, დიდად შემცირდა ჩვენი შემოსავალიც. ომამდე არსებული საბაჟოდან მიღებული შემოსავლის 70% დავკარგეთ. შემცირდა შემოსავლები სახელმწიფო ადმინისტრაციებიდანაც.

 

არ ვარ ისეთი ოპტიმისტი, რომლებიც ამბობენ „უკრაინა უნდა აღვადგინოთ სწრაფად", ამ მხრივ პესიმისტურად ვარ განწყობილი, ჯერ უნდა დავასრულოთ ომი“, - აცხადებს მარჩენკო.

 

 

big_banner
არქივი