logo_geo
რუსეთმა მელიტოპოლსა და ხერსონში რუსული პასპორტების დარიგება დაიწყო
- +

11 ივნისი. 2022. 18:50

 

 

რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლისა და ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პასპორტების გაცემა დაიწყო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, 6 ივნისის მდგომარეობით ზაპოროჟიეს ოლქში 70 000-ზე მეტმა ადამიანმა შეიტანა განაცხადი რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად.

 

რუსული პასპორტების დარიგების ფაქტს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.

 

„პასპორტების უკანონო გაცემა არის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევა“, - განაცხადეს საგარეო უწყებაში.

 

შეგახსენებთ, 25 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უკრაინის ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად საჭირო პროცედურებს ამარტივებს.

 

 

big_banner
არქივი