logo_geo
The Wall Street Journal: საწვავი, რომელიც, სავარაუდოდ, ნაწილობრივ რუსული ნედლი ნავთობისგანაა დამზადებული, აშშ-ში შეიტანეს
- +

12 ივნისი. 2022. 17:14

 

 

„რუსული ნავთობის მწარმოებლები სანქციებს ერთი ნაბიჯით უსწრებენ წინ“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას The Wall Street Journal.

 

ტვირთის გამგზავნები და გადამმუშავებლები ნავთობის რუსულ წარმომავლობას მალავენ. მისი ნაწილი შეერთებულ შტატებშიც შედის.

 

„ზოგიერთი საწვავი, რომელიც, სავარაუდოდ, ნაწილობრივ, რუსული ნედლი ნავთობისგანაა დამზადებული, გასულ თვეში ნიუ-იორკსა და ნიუ ჯერსიში ჩამოტვირთეს“, - წერს მედიასაშუალება.

 

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ტვირთები სუეცის არხის გავლით, ინდოეთში არსებული გადამამუშავებელი ქარხნებიდან ჩაიტანეს ამერიკამდე. აღნიშნული ქარხნები რუსული ნავთობის მსხვილი შემსყიდველები არიან.

 

 

big_banner
არქივი