logo_geo
ბრიტანეთში ევროპის უდიდესი მტაცებელი დინოზავრის ნეშტი აღმოაჩინეს
- +

12 ივნისი. 2022. 23:15

ბრიტანელმა მეცნიერებმა კუნძულ უაითზეევროპის ყველაზე დიდი მტაცებელი დინოზავრის ნეშტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დინოზავრი 125 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა, მისი სხეულის სიგრძე კი 10 მეტრს აღემატებოდა. ცხოველი 2 თათზე დადიოდა, ნიანგის მსგავსი სახე ჰქონდა და სპინოზავრიდთა სახეობას მიეკუთვნებოდა.

ამ ეტაპზე პალეონტოლოგებმადინოზავრის მენჯისა და კუდის მალები იპოვეს. მათ იმედი აქვთ, რომ მალე ნეშტის სხვა ფრაგმენტებსაც იპოვიან და ოფიციალურად ცხოველს სახელს მხოლოდ ამის შემდეგ შეურჩევენ.

big_banner
არქივი