logo_geo
დღეიდან 17 ივნისამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან „საზღვარს“ ხსნის
- +

13 ივნისი. 2022. 11:45

 

 

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა 13-17 ივნისს საქართველოსთან „საზღვარს“ ხსნის. ეს გადაწყვეტილება რელიგიური დღესასწაულის, ლომისობის აღნიშვნას უკავშირდება. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

 

კერძოდ მოძრაობა შესაძლებელი იქნება რასდახანის, სინაგურის და პერევის დე ფაქტო გამშვებ პუნქტებზე. შესაბამისი გადაწყვეტილება ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭოზე იყო მიღებული, რომელსაც დე ფაქტო ლიდერი ალან გაგლოევი ხელმძღვანელობდა.

 

როგორც უშიშროების საბჭოზე ინფორმაცია გავრცელდა, ამჟამად „სასაზღვრო რაიონებში სიტუაცია ნორმალურია და საფრთხე არ არსებობს“. „ძირითადად წყნარი სიტუაციაა და შესაბამისად მოსახლეობას რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნის შესაძლებლობა უნდა მიეცეს“ - განაცხადა ე.წ. უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა ოლეგ შირანმა.

 

ალან გაგლოევმა მოუწოდა მოსახლეობას, რომ საზღვრის გადაკვეთის დროს შესაბამისი წესები დაიცვან. სხდომაზე ასევე განიხილეს იმ პირთათვის საზღვრის გადაკვეთის გამარტივების საკითხი, რომლებიც საზღვრის სამკურნალო მიზნებისთვის სჭირდებათ.

 

საუბარია როგორც რუსეთში, ასევე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ წასვლაზე.

 

 

big_banner
არქივი