logo_geo
მიხაილო პოდოლიაკი: ომის დასასრულებლად გვჭირდება 1 000 ჰაუბიცა, 300 მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემა, 500 ტანკი, 1000 დრონი
- +

13 ივნისი. 2022. 12:44

 

 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი თავდაცვის მინისტრების საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის წინ პარტნიორებს უკრაინისთვის გარკვეული რაოდენობის მძიმე იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდებს.

 

„გულახდილად ვიტყვი - ომის დასასრულებლად ჩვენ გვჭირდება შემდეგი მძიმე იარაღი: 155 მმ კალიბრიანი 1 000 ჰაუბიცა, 300 მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემა, 500 ტანკი, 2 000 ერთეული ჯავშანტექნიკა, 1000 დრონი", - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.

 

მისი თქმით, უკრაინულ მხარეს იმედი აქვს, რომ თავდაცვის მინისტრების საკონტაქტო ჯგუფის დაგეგმილ შეხვედრაზე აღნიშნულ იარაღთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

 

„ბრიუსელში 15 ივნისს თავდაცვის მინისტრების საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა იმართება. ველოდებით გადაწყვეტილებას“,- წერს პოდოლიაკი.

 

 

big_banner
არქივი