logo_geo
ისრაელის მთავრობა თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, სტამბოლში არ გაემგზავრონ, რადგან ირანის მხრიდან თურქეთში დასასვენებლად მყოფი ისრაელის მოქალაქეების მოკვლის ან გატაცების საფრთხე არსებობს
- +

13 ივნისი. 2022. 21:58

 

 

ისრაელის მთავრობა თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, სტამბოლში არ გაემგზავრონ, რადგან ირანის მხრიდან თურქეთში დასასვენებლად მყოფი ისრაელის მოქალაქეების მოკვლის ან გატაცების საფრთხე არსებობს.

 

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაირ ლაპიდმა აღნიშნა, რომ ისრაელის უსაფრთხოების ძალების უზარმაზარმა ძალისხმევამ ბოლო კვირების განმავლობაში ისრაელის მოქალაქეები გადაარჩინა და მადლობა გადაუხადა თურქეთის მთავრობას შეტანილი წვლილისთვის.

 

იაირ ლაპიდმა დამატებით დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა ისრაელის უშიშროების სამსახურის ოფიციალურმა პირმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ თურქეთმა ირანის რევოლუციური გვარდიის რამდენიმე ეჭვმიტანილი ოპერატიული მუშაკი დააკავა.

 

„ისრაელის მოქალაქეებს მოვუწოდებ, არ გაემგზავრნონ სტამბოლში და თუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიზეზი არ გაქვთ, არ გაემგზავროთ თურქეთში. თუ უკვე სტამბოლში იმყოფებით, რაც შეიძლება მალე დაბრუნდით ისრაელში. ეს ტერორისტული მუქარა დასასვენებლად მყოფ ისრაელის მოქალაქეებზეა მიმართული. ისინი [ირანელები] მიზანმიმართულად ირჩევენ ისრაელის მოქალაქეებს მათი გატაცების ან მოკვლის მიზნით. მინდა ირანელებს მივმართო: ვინც ზიანს აყენებს ისრაელის მოქალაქეებს, არ შერჩება ეს“, - აღნიშნა ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

 

big_banner
არქივი