logo_geo
ილონ მასკი: SpaceX-ი 1000-ზე მეტ Starship-ს ააგებს 1 მილიონი ადამიანის მარსზე გასაგზავნად
- +

14 ივნისი. 2022. 01:04

 

 

როგორც SpaceX-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, მისი კომპანიის გეგმა „1000-ზე მეტი Starship-ის აგებაა, მარსზე სიცოცხლის ტრანსპორტირებისთვის“. მასკმა აპარატს თანამედროვე „ნოეს კიდობანიც“ უწოდა.

 

ამ განცხადებით ილონ მასკმა არაკომერციული ორგანიზაცია TED-ის ხელმძღვანელ კრის ანდერსონთან ბოლო ინტერვიუს დროს გაჟღერებული ინფორმაცია გაიმეორა. მაშინ მასკმა აღნიშნა, რომ SpaceX-ი ზემოხსენებულ მიზანს 2050 წლისთვის მიაღწევს და წითელ პლანეტაზე 1 მილიონი ადამიანის გაგზავნას შეძლებს.

 

აღსანიშნავია, რომ NASA ილონ მასკის კომპანიის დახმარებით 2030-2040 წლებში მარსზე ადამიანის გაგზავნას და იქ სამეცნიერო კვლევების მრავალწლიანი კამპანიის დაწყებას გეგმავს.

 

მარსზე მისიების განხორციელებამდე ილონ მასკის კომპანია Starship-ს დედამიწის ორბიტაზე გამოცდის. თუმცა ამისთვის ნებართვა აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციისგან (FAA) უნდა მიიღოს. SpaceX-ი იმედოვნებს, რომ აპარატით საცდელ მისიას ამ ზაფხულს შეასრულებს.

 

 

big_banner
არქივი