logo_geo
ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერს: „გვაჩვენეთ, რომ მხარს გვიჭერთ“
- +

14 ივნისი. 2022. 14:52

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს მოუწოდა, რომ უკრაინის მიმართ მკაფიო მხარდაჭერა გამოხატოს.

 

ზელენსკის თქმით, გერმანია არ უნდა ეცადოს თავისი ინტერესების დაბალანსებას უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობისას.

 

„კანცლერ შოლცისგან გვჭირდება დარწმუნებული პასუხი იმაზე, რომ გერმანია მხარს უჭერს უკრაინას. მან და მისმა მთავრობამ უნდა გადაწყვიტონ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის არ შეიძლება გარიგება არსებობდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

big_banner
არქივი