logo_geo
სალვადორში საფეხბურთო მატჩის დროს მსაჯი ცემით მოკლეს
- +

15 ივნისი. 2022. 00:40

სალვადორში სამოყვარულო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩის დროს მსაჯი ხოსე არნოლდო ამაია ცემით მოკლეს. ამის შესახებ გამოცემა Diario El Salvador-ი წერს.

ინციდენტი 12 ივნისს სან-სალვადორში მოხდა. 63 წლის მსაჯმა ერთ-ერთ ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა, რამაც ფეხბურთელის უკმაყოფილება გამოიწვია.

გაძევებულმა ფეხბურთელმა მსაჯს სცემა, რის შემდეგაც დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის რამდენიმე საათში შინაგანი სისხლდენის გამო გარდაიცვალა.

სან-სალვადორის პოლიციას ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.

big_banner
არქივი