logo_geo
Reuters: უკრაინაში შესაძლო ვიზიტამდე, მაკრონი რუსეთთან მიმართებით ტონს ამკაცრებს
- +

15 ივნისი. 2022. 13:42

 

 

„უკრაინაში შესაძლო ვიზიტამდე, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთთან მიმართებით ტონს ამკაცრებს“, - ამის შესახებ Reuters წერს.

 

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რუსეთის სამხედრო ძალების შესაჩერებლად, დავეხმარებით უკრაინელებს, მათ არმიას და გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს“, - განაცხადა მაკრონმა რუმინეთში, ფრანგული და ნატოს ჯარების სამხედრო ბაზაზე.

 

უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპაში მაკრონი არაერთხელ გააკრიტიკეს - უკრაინის მიმართ მის მხარდაჭერას ორაზროვანს უწოდებენ.

 

 

 

big_banner
არქივი