logo_geo
რუსეთთან მოლაპარაკებები უკრაინასთან დაკავშირებით გარდაუვალია - ემანუელ მაკრონი
- +

15 ივნისი. 2022. 15:14

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინასა და ევროპას რუსეთთან მოლაპარაკება უკრაინაში ომის გამო მოუწევთ.

 

 

„ეს არის რეალობა, რომ უკრაინასა და ევროპას რუსეთთან მოლაპარაკება უკრაინაში ომის გამო მოუწევთ. კონფლიქტის ერთადერთი სასურველი დასასრული არის ან უკრაინის სამხედრო გამარჯვება ან მოლაპარაკებები. ჩვენ ევროპელები ვიქნებით მაგიდის გარშემო შეკრებილი მოლაპარაკებისთვის, რაღაც მომენტში ეს მოხდება“, - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი.

 

 

მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი რუსეთთან არ ომობს, მიუხედავად უკრაინისადმი ევროპული მხარდაჭერისა.

 

 

„ჩვენ ვგმობთ, ვაწესებთ სანქციებს, მხარს ვუჭერთ უკრაინელებს ბრძოლაში, მაგრამ ჩვენ არ ვართ ომში რუსეთთან“, - დასძინა ემანუელ მაკრონმა.

 

 

 მისი თქმით, ფრანგული ძალების ამჟამინდელი განლაგება ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე გაძლიერდება.

 

 

big_banner
არქივი