logo_geo
ზელენსკი: უკრაინისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ნიშნავს, რომ ევროპის გაერთიანება რეალურია
- +

15 ივნისი. 2022. 18:37

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მინიჭება რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის თავდაცვაში შეტანილი წვლილია.

 

 

„უკრაინამ ფუნდამენტური და ღირებული მხარდაჭერა უნდა მიიღოს, რომელიც რუსეთს საბოლოოდ ხელიდან გამოაცლის მის მთავარ იდეოლოგიურ იარაღს, კერძოდ იმის მტკიცებას, რომ ევროპას არ ძალუძს რეალური გაერთიანება და რომ ევროპას არ სჭირდება უკრაინა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ნიშნავს, რომ ევროპის გაერთიანება რეალურია და რომ ევროპული ღირებულებები ნამდვილად მუშაობს და არ არის მხოლოდ დოკუმენტებში განსაზღვრული ლამაზი ფორმალობა.

 

 

big_banner
არქივი