logo_geo
ფრანგული კინოს ლეგენდა ჟან-ლუი ტრენტინიანი გარდაიცვალა
- +

18 ივნისი. 2022. 11:43

 

 

ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან-ლუი ტრენტიანიანი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC იუწყება.

 

სამსახიობო კარიერის მანძილზე ტრენტინიანმა 100-ზე მეტ ფილმში და მრავალ სპექტაკლში შეასრულა როლი. ის იყო „ვერცხლის დათვის“ და „სეზარის“ კინოპრემიების ლაურეატი.

 

ტრენტინიანის ყველაზე ცნობილი ფილმებია „კაცი და ქალი“, „და ღმერთმა შექმნა ქალი“, სადაც ის ბრიჯიტ ბარდოსთან ერთად თამაშობდა. ასევე მან შეასრულა როლები ფილმებში „სახიფათო კავშირები“, „განრისხებული ანჟელიკა“, „კონფორმისტი“ და სხვ.

 

ტრენტინიანის ბოლო ფილმი იყო „ცხოვრების საუკეთესო წლები“, რომელიც „კაცის და ქალის“ გაგრძელება იყო. ისევე, როგორც 55 წლის წინ, მან ამ ფილმში მსახიობ ანუკ ემესთან ერთად ითამაშა.

 

 

big_banner
არქივი