რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი სერდიუკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს უკრაინის ომში რუს მედესანტეებს შორის მასიური დანაკარგების გამო. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ოდესის რეგიონალური სამოქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერზე სერგეი ბრაჩუკზე დაყრდნობით წერს.
„უკრაინული წყაროების ცნობით, კრემლმა თანამდებობიდან გაათავისუფლა რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი სერდიუკოვი რუს მედესანტეებს შორის მასობრივი მსხვერპლის გამო... მის ნაცვლად კრემლმა დანიშნა ცენტრალური სამხედრო ოლქის შტაბის ამჟამინდელი უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი მიხეილ ტეპლინსკი“, - აღნიშნულია განცხადებაში.